ვებგვერდი, რომელიც ონლაინ ყიდის პროდუქტებს. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გააფორმონ შეკვეთა, აირჩიონ გადახდის მეთოდი და მოაწყონ შეკვეთის მიწოდება ინტერნეტის საშუალებით. საჭირო პროდუქტის ან მომსახურების არჩევის შემდეგ, მომხმარებელს, როგორც წესი, შესაძლებლობა აქვს, გადახდისა და მიწოდების მეთოდი იქვე, საიტზე შეარჩიოს.
მთავარი განსხვავება ინტერნეტ-მაღაზიასა და ტრადიციულს შორის სავაჭრო პლატფორმის ტიპშია. ჩვეულებრივ მაღაზიას სჭირდება სავაჭრო დარბაზი, ვიტრინები, ფასმაჩვენებლები, ასევე გამყიდველები, მოლარეები და გამოცდილი კონსულტანტები, ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში კი მთელი ინფრასტრუქტურა პროგრამულადაა განხორციელებული.